ჯანდაცვა
საქართველოში ომიკრონის 816 შემთხვევა დადასტურდა
FaceBook
10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად, ომიკრონის შემთხვევები ქვეყანაში გაცილებით მეტია.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღაბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.






Print
თეგები: #ომიკრონი