ჯანდაცვა
პირბადე, კონდენციონერი, დისტანციური თერმომეტრი - დაცვით და „გვერდითი მოვლენებით“
FaceBook
პირბადე და დისტანციური თერმომეტრი ის ატრიბუტებია, რომლებიც პანდემიამ ყოველდღიურობას შემატა.

Პანდემიამ როლი და ფუნქცია შეუცვალა ნაცნობ საგნებსაც, Მაგალითად, კონდენციონერს. იგი ხიფათის შემცველ მოწყობილობად ჩაითვალა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ დადგენილებაშია და კონდეცირების გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებებსა და საჯარო დაწესებულებებში.

Სამაგიეროდ, იგივე ადგილებში სავალდებულოა პირბადის ტარება და თერმოსკრინინგის გავლა, Რომელთაც ვირუსისგან დაცვის ფუნქცია ეკისრებათ. თუმცა,  საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება აღნიშნული დამცავი ატრიბუტების "გვერდითი მოვლენების" შესახებ. Მაგალითად, ის, რომ პირბადე იწვევს თავბრუსხვევას და რიგ შემთხვევაში, კრუნჩხვებს. Ხოლო, თერმოსკრინინგის დროს "ლაზერის დასხივება" დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

Რა არის აქედან მითი და რა სინამდვილე?


აქვს თუ არა "გვერდითი მოვლენები" პირბადეს?

სპეციალისტების განმარტებით, Პირბადე, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, არ იქცევა დისკომფორტის და მითუმეტეს, რაიმე დაავადების მაპროვოცირებლად.

"პირბადის დანიშნულება ის არის, რომ  არ გამოვიყენოთ ღია სივრცეში, როდესაც მარტო ვმოძრაობთ სუფთა ჰაერზე, არამედ, მიზანმიმართულად, კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ან  შეხვედრაზე, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება და სოციალური დისტანცირება არ ხერხდება,"- ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე.

დისტანცირება ნაკლებად ხერხდება ტრანსპორტში, Სადაც სავალდებულოა პირბადის ტარება, თუმცა,  გიორგიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არ იკავებს იმხელა დროს, რომ ადამიანს გაუჭირდეს პირბადით ყოფნა.

"ყველაზე დიდი,  რაც შეიძლება მოგვიწიოს ტრანსპორტით მგზავრობა - 15-30 წუთია. აშ შემთხვევაში პირბადეს გაიკეთებს ადამიანი, თუნდაც ისე, რომ პირის ღრუ ჰქონდეს დაფარული. ესეც საკმარისი იქნება, რომ მეტყველების დროს გამოწვეული წვეთები არ მოხვდეს სატრანსპორტო ერთეულში, რომელშიც შეიძლება მერე სხვაც ავიდეს", - ამბობს გოჩა გიორგიძე.

მართალია Პირბადემ, შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი შექმნას, თუმცა, გიორგიძე მიუთითებს უფრო მძიმე პრობლემაზე.

"დამერწმუნეთ,  უფრო დიდ დისკომფორტს ბევრი სახელმწიფო განიცდის კორონავირუსის გამო. თუნდაც,  ჩვენი მეზობლები. სომხეთში უკიდურესად მძიმე მდომარეობაა, მათ მდგომარეობაში ყოფნას ნამდვილად ჯობია ჩვენი დისკომფორტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პირბადემ".


Არის თუ არა დისტანციური თერმომეტრის "დასხივება" საზიანო?


Როგორც სპეციალისტები განმარტავენ - არა,  Რადგან თერმომეტრი არ ასხივებს, მას მხოლოდ მიმღების ფუნქცია აქვს.

"ესაა ე/წ უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრი. დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ნებისმიერი თბილი სხეული ასხივებს ინფრაწითელ გამოსხივებას და ამ გამოსხივების ინტენსივობა დამოკიდებულია სხეულის ტემპერატურაზე. შესაბამისად,  ჩვენი სხეულიც ასხივებს ინფრაწითელ დიაპაზონში. ეს თერმომეტრი "კითხულობს" ამ გამოსხივებას, აქცევს მას ელექტროიმპულსებად და ადგენს გამომსხივებელი (ამ შემთხვევაში ჩვენი სხეულის) ტემპერატურას. შესაბამისად, თვითონ თერმომეტრი არაფერსაც არ ასხივებს, ისაა მიმღები", - ამბობს ფიზიკოსი ირაკლი მაჩიტაძე.

თერმომეტრის Შუბლზე დასხივება ბადებს დამატებით ეჭვებს და აჩენს კითხვებს- რატომ შუბლი?

პანდემიის პირობებში, პირბადით დაფარული სახის ერთადერთი დაუფარავი ნაწილი სწორედ შუბლია.

"ბუნებრივია, შეიძლება მაგალითად, ხელებზეც, მაგრამ ხელები და ზოგადად,  კიდურები ადამიანს უფრო ცივი აქვს ხოლმე, ვიდრე მისი ნამდვილი ტემბერატურაა, ეს კი ცდომილებას გამოიწვევდა", - ამბობს ფიზიკოსი.

რაც შეეხება ლაზერის სხივს, რომელიც თერმომეტრს აქვს, ეს სხივი თერმომეტრის ობიექტზე დასამიზნებლად გამოიყენება და სხვა ფუნქცია არ აქვს. მისი სიმძლავრე უმცირესია.


Შეუძლია თუ არა იქცეს ვირუსის გამავრცელებლად კონდენციონერი?

Როგორც აღმოჩნდა - შეუძლია.

"როდესაც ბინაში არსებობს საერთო სავენტილაციო მილები, არსებობს ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკიც", - ამბობს სამედიცინო ინჟინერი გიორგი გეგეჭკორი.

Საერთო მილებით სავენტილაციო სისტემას,  ძირითადად, საბჭოთა პერიოდის შენობებში აწყობდნენ - ნაკლები ხარჯის გაწევის მიზნით.

"თუმცა, თუ ამგვარად მოწყობილ საერთო მილებს აქვთ ე.წ. ჩამკეტები, მაშინ ჰაერით ინფექციების გავრცელების რისკი იკლებს. ზოგადად, უსაფრთხოების ახალი სტანდარტები გულისხმობს, რომ საჰაერო მილები ყველას დამოუკიდებლად ჰქონდეს მოწყობილი საერთო ბინებში," – ამბობს გიორგი გეგეჭკორი.

Print