ჯანდაცვა
მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა ე.წ. ღორის გრიპია
FaceBook
მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.

„თავის დროზე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარების რეკომენდაციას ვაძლევდით. ახლა კი ჩვენი რეკომენდაციია, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წყარო:www.interpressnews.ge
Print