პოლიტიკა
ენმ - ქუთაისში "ქართული ოცნების' კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან
FaceBook
ქუთაისში "ქართული ოცნების' კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან სიებით დგანან და ინიშნავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნებზე კონკრტული თანხის სანაცვლოდ მივიდა. 

- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია აცხადებდა.

"ერთ-ერთ კოორდინატორს 82-ე საარჩევნო უბანთან წავართვი ეს სია. დაპლიუსებული ჰყავთ მაგალითად, ვინმე გაბუნია რომელიც 50 ლარის სანაცვლოდ მივიდა არჩევნებზე. ეს არის სირცხვილი და არ მივცემთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალება ასე იყიდოს ქვეყანა", - აცხადებს შუშანია.


Print