პოლიტიკა
ქუთაისის I საერთაშორისო საოპერო ფესტივალი „ჯამბაზებით“ გაიხსნება
FaceBook
16 სექტემბერს ქუთაისის I საერთაშორისო ფესტივალი იწყება.

ფესტივალს გახსნის რუჯერო ლეონკავალოს საოპერო სპექტაკლი "ჯამბაზები".

სპექტაკლის მთავარ, კანიოს პარტიას შეასრულებს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტი რაულ მელო. ნედას პარტიას თამარ ივერი იმღერებს, ტონიო - სულხან გველესიანი, ბეპე  -ირაკლი მურჯიკნელი და სხვები. ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, გუნდი და ქორეოგრაფიული დასი. დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

ფესტივალი 16-22 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში ბევრი საერთაშორისო კლასის მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ჩატარდება მასტერ კლასები.
სპექტაკლი „ჯამბაზები“19:00 საათზე დაიწყება.
Print