ჯანდაცვა
მოლეკულა, რომელსაც შიდსის ბლოკირება შეუძლია - ახალი აღმოჩენა აშშ-ში
FaceBook
მეცნიერებმა შექმნეს ნივთიერება, რომელსაც მათი მტკიცებით, შეუძლია თავიდან აიცილოს ვირუსული ინფექცით დაავადება, რომელიც შიდსს იწვევს. ამ აღმოჩენას  პოტენციურად შეუძლია იქცეს პაციენტების ახალ თერაპიად და ალტერნატიულ ვაქცინად, აღნიშნავსThe Wall Street Journal.

მეცნიერთა ჯგუფი აშშ-ში Scripps Research Institute-სა და სხვა ისნტიტუტებიდან აცხადებს, რომ ნაპოვნია საშუალება, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილონ უჯრედების აივ- ვირუსით დაინფიცირება.
აივ ინფექცია უჯრედში ხვდება ორი რეცეპტორით. ახალი ცილა ბლოკავს წერტილებს, რომელშიც ვირუსი უერთდება ორივე უჯრედულ რეცეპტორს , არ უტოვებს რა შესვლის წერტილებს. ცილა რომელსაც eCD4-IG ეწოდა, ბლოკირებას უკეთებს გაცილებით მეტ აივ-ვირუსს, ვიდრე ნებისმიერი ძლიერმოქმედი ანტისხეული.
"ეს მეთოდი მხოლოდ 4 მაკაკაზე გამოვცადეთ, ჯერჯერობით ადამიანზე არ გამოცდილა", აღნიშნულია გამოცემაში.
"ეს ნოვატორული კვლევა იძლევა იმედს იმის შესახებ, რომ ჩვენ წინ მივიწევთ ორი მთავარი მიზნისკენ: მივაღწიოთ ხანგრძლივი, გრძელვადიანი დაცვა აივ ვირუსით დაინფიცირებულებში და მივიყვანოთ შიდსი მდგრად რემისიამდე", - განაცხადა ენტონი ფაუჩმა National Institute of Allergy and Infectious Diseases -ის დირექტორმა.
პროექტის ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი რომ კლინიკური კვლევა ადამიანებზე დაიწყება წლის განმავლობაში, ცხოველებზე უფრო მასშტაბური ტესტირების შემდეგ. მისი სიტყვებით რომ ვთვათ პირველი ნაბიჯი იქნება მოლეკულის შესაძლებლობის შეფასება - გააკონტროლოს ვირუსის დონე აივ ინფექციით დაინფიცირებულ ადამიანში. 

The Wall Street Journal


Print