ახალი ამბები
ზესტაფონში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1 000 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1000 ლარით დააჯარიმეს.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმღვანელს, მაია ხვედელიძეს სანქცია საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის დეკემბერში, დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააკისრა.

ზესტაფონის მერიის საჯარო მოხელემ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის მიერ დაფუძნებული შპს "როიალკომფორტი".   ბახვა სუქნიძემ ორგანიზაცია 2017 წლის ივლისში დააფუძნა, რომლის დირექტორიც არის  და 50% წილის მფლობელიც.

"როდესაც დეკლარაციას ავსებდა მას ეგონა, რომ უნდა შეეტანა მხოლოდ 2016 წელს არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია. ამიტომაც  2017 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია არ მიუთითა ", - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს აპარატის უფროსი, ეკა დუგლაძე.

მაია ხვედელიძემ ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში გადაიხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გამო, მას 2017 წლის დეკემბერში ჯარიმა მოუვიდა 1 000 ლარი ოდენობით, მან სცადა გაერკვია რატომ მოხდა შეცდომის დაშვება, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ჯარიმა გადაეხადა.

მაია ხვედელიძემ საჯარო სასახურის მიერ დაკისრებული 1 000 ლარიანი ჯარიმა 2018 წლის იანვარში გადაიხადა.

არასრულყოფილად შევსებული დეკლარაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს მიერ მომზადებულ კვლევაში მოხვდა.

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის კიხედვით,  საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 1000 ლარით ჯარიმდება.





Print