ჯანდაცვა
იმერეთში წითელას ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
FaceBook
2018 წელს იმერეთში წითელას ვირუსის გავრცელების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ იმერეთში წითელას ინფექციის გარცელების რისკები ამ დროსითვის არ არსებობს. თუმცა,  ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მოსახლებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

"მიმდინარე წელს იმერეთში იყო მხოლოდ ორი შემთხვევა, ერთ-ერთი დაფიქსირდა გასულ კვირას. ეპიდემიის სახე მიიღო წითელას ვირუსმა აჭარაში და თუ დროული პრევენიცია არ მოხდება შესაძლოა გეოგრაფიული თვალსაზრისით ის იმერეთშიც გავრცელდეს",  - ამბობს ჩვენთან საუბარში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი, გოჩა გიორგაძე.

იმ შეთხვევაში, თუ ადამიანი სახეზე და ტანზე წითელი ფერის გამონაყარს შენიშნავს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

მისი თქმით, წითელას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უფასოა. გოჩა გიორგიძის თქმით,  აცრის ჩატარება ერთადერთი გზა არის, რომ  ეპიდემია არ გავრცელდეს. ვაქცინაციის ჩასატარებლად მოსახლეობამ უბნის პოლიკლინიკებს უნდა მიაკითხონ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში წითელას ვირუსის 268 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა  65-70% აჭარაში ფიქსირდება.


Print