ჯანდაცვა
2017 წელს ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდარღვევის 65 ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
2017 წელს,  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებებში 65 სამართალდარღვევის ფაქტი დააფიქსირა.
დარღვევებზე შედგენილი ოქმების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებები, ბავშვთა და ხანდაზმულთა სახლები, ასევე აფთიაქები და სტომატოლოგიური კაბინეტები დაჯარიმდენენ.

დაჯარიმებულ დაწესებულებებს ფულადი სანქციის გაადახდა სასამართლომ სალიცენზიო, სანებართვო, ტექნიკური რეგლამენტის პირობების და სავარაუდო უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობის შემოწმების შედეგად დააკისრა.

"კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ამიტომ ამის გასაჯაროვება არ ხდება", - განგვიმარტეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 360 ობიექტი შეამოწმეს. დარღვევის 1 036 ოქმი დაიწერა, რომელიც სასამართლოს გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკანონო საექიმო/სამედიცინო საქმიანობაზე - 11 ოქმი იყო შედგენილი.

2017 წელს, სამედიცინო, სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ჯარიმის სახით, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ 1 171 100 ლარი შეადგინა.
Print