გართობა
26 ოქტომბერი - ტელეფონისა და ნეილონის გამოგონების დღე
FaceBook
1774 წელს ამერიკის კონგრესმა შესთავაზა კანადასა და ახალ შოტლანდიას მიერთებოდნენ აშშ--ს.

1777 წელს ფრანგმა მწერალმა ბომარშემ საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა დეკლარაციის პროექტი აშშ-ს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.

1795 წელს გაუქმდა საფრანგეთის რევოლუციის დროს ნაციონალური კონვენტი და დაიწყო დირექტორია.

1810 წელს აშშ-მ დასავლეთ ფლორიდის ანექსია მოახდინა.

1861 წელს გერმანელმა გამომგონებელმა ფილიპ რეისმა ფრანკფურტში წარმოადგინა მისი გამოგონება, რომელსაც უწოდა სახელი ტელეფონი.

1863 წელს ინგლისში დაფუძნდა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია - პირველი საფეხბურთო კავშირი მსოფლიოში.

1900 წელს ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ერთი ხაზი გაიხსნა.

1905 წელს მეფე ოსკარმა უარი თქვა ნორვეგიის ტახტზე.

1932 წელს იოსებ სტალინს მწერლებმა "ადამიანთა სულის ინჟინერი" უწოდეს.

1938 წელს ფირმამ DuPont შეიმუშავა ახალი მასალა - ნეილონი.

1950 წელს დედა ტერეზამ დააარსა გულმოწყალების მისია კალკუტაში.

1978 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საერთოდ დამარცხდა ყვავილის ვირუსი და იგი ბუნებაში აღარ არსებობს.

2000 წელს ავსტრალიის ალმასების კომპანიამ ბრილიანტების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყო.

Print
თეგები: #26 ოქტომბერი