გართობა
13 ოქტომბერი - ფრანგი „გრაალის მცველების“ ბოლო დღე
FaceBook
54 წელს რომის იმპერატორი კლავდიუსი ცოლმა მოწამლა - შხამიანი სოკო შეაპარა.

1307 წელს მეფე ფილიპე ლამაზის ბრძანებით დააკავეს და დასაჯეს ყველა ფრანგი ტამპლიერი.

1775 წელს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო რეზოლუცია კონტინენტური ფლოტის შექმნის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის შექმნას.

1781 წელს წმინდა რომის იმპერიის იმპერატორმა იოსებ III-მ გამოსცა ბრძანებს საერთო შემწყნარებლობის შესახებ, რითაც დასრულდა მონასტრების საყოველთაო დახურვის კამპანია ქვეყანაში.

1792 წელს დაიწყო ამერიკელ პრეზიდენტთა რეზიდენციის მშენებლობა. მას პირობითად თეთრ სახლს ეძახდნენ. 1901 წელს ეს სახელი დაკანონდა.

1884 წელს გრინვიჩი (ლონდონის ისტორიული ადგილი) ოფიციალრუად ჩაითვალა ადგილად, სადაც გადის ნულოვანი მერიდიანი.

1900 წელს გამოვიდა ზიგმუნდ ფროიდის წიგნი სიზმრების შესახებ.

1923 წელს თურქეთში დედაქალაქი სტამბულიდან ანკარაში გადაიტანეს.

1938 წელს პოეტი ოსიპ მანდელშტამი შრომით ბანაკში გადაიყვამეს მეორედ დაპატიმრების შემდეგ. მას კონტრრევოლუციურ ქმედებებში დასდეს ბრალი.

1957 წელს ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ "საჭირო არაა ბევრი წიგნის კითხვა".

2005 წელს ისლამისტები ნალჩიკს დაესხნენ თავს.

Print
თეგები: #13 ოქტომბერი