გართობა
ქუთაისში ყინულის ბარი გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ "ლომებიანი სახლის" შენობაში ყინულის ბარი "Le Garage" გაიხსნება.

მისი მოწყობისთვის სამუშაოები ინტენსიურ ტემპში მიმდინარეობს.

ყინულის ბარში სტუმრებს მხოლოდ სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელებით გაუმასპინძლდებიან. 

გარდა ამისა, შენობის მეორე სართულზე რესტორანი, ხოლო სარდაფში ღამის კლუბიც მოეწყობა.

ბარის მოწყობის იდეა ჟურნალისტ, ლალი მოროშკინას ეკუთვნის.

ყინულის ბარის "Le Garage" პრეზენტაცია მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.


Print