გართობა
11 ოქტომბერი - გოგონების საერთაშორისო დღე
FaceBook
11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა. 11 ოქტომბერი ითვლება ასევე "ქამინგ აუტის" დღედაც.

1521 წელს რომის პაპმა ლევ X-მ ინგლისის მეფე ჰენრიხ VIII-ს მიანიჭა ტიტული "რწმენის დამცველი". ეს მეფემ მარტინ ლუთერის წინააღმდეგ მიმართული სამეფო პანფლეტით დაიმსახურა. თუმცა, მეფის უამრავი ქორწინება-განქორწინებების გამო, როდესაც ინგლისის მონარქმა კავშირი გაწყვიტა ვატიკანთან სხვა პაპმა პავლემ ინგლისის მეფეს ჩამოართვა ეს ტიტული, სამაგიეროდ, ინგლისის პარლამენტმა დაუბრუნა. "რწმენის დამცველი" დღემდე ფიგურირებს დიდი ბრიტანეთის მონარქთა ტიტულებში.

1852 წელს ავსტრალიაში გაიხსნა პირველი უნივერსიტეტი-სიდნეის უნივერსიტეტი.

1881 წელს დევიდ ჰიუსტონმა დააპატენტა ფოტოაპარატის ფირი.

1887 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა თომას ედისონმა წარმოადგინა არჩევნებზე ხმების დამთვლელი ელექტრონული მანქანა.

1891 წელს სტოკჰოლმში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

1919 წელს პირველად დაიწყეს თვითმფრინავში საჭმლის შეთავაზება.

1962 წელ ვატიკანის მეორე საეკლესიო კრებამ გააუქმა ლათინურ ენაზე ღვთისმსახურების ვალდებულება კათოლიკურ ეკლესიაში.

1973 წელს ელვისი და პრისცილა პრესლი განქორწინდნენ.

1984 წელს ღია კოსმოსში პირველად გავიდა პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი კეტრინ სალივენი.

1999 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლოდ ე.წ. მარიანად დაასახელს ფრანგი ტოპ-მოდელი ლიტიცია კასტა. ამ ტიტულის მოსაპოვებლად საფრანგეთის ყველა ქალაქის მერს თავისი წარმომადგენელი ყავდა წარმოდგენილი.

Print
თეგები: #11 ოქტომბერი