გართობა
8 ოქტომბერი - მოკრივეს ხელთათმანის გამოგონების დღე
FaceBook
1498 წლის 8 ოქტომბერს ვასკო და გამას გემები ინდოეთიდან უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ.

1818 წელს ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს ორთაბრძოლაში მოკრივის ხელთათმანები.

1871 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო ჩიკაგოს დიდი ხანძარი.

1873 წელს აშშ-ში გაიხსნა ქალთა პირველი ციხე.

1895 წელს პროიაპონური გადატრიალება მოხდა სეულში. მოკლეს დედოფალი მინი.

1914 წელს დიდმა ბრიტანეთმა პირველმა გამოიყენა ავიაცია კონკრეტული ლოკაციის დაბომბვის მიზნით.

1926 წელს მოეწყო პირველი რადიორეპორტაჟი ფეხბურთის მოედნიდან.

1967 წელს ბოლივიაში დააკავეს ჩე გევარა.

ამავე წელს ბრიტანეთში პირველად გამოიყენეს საშუალება მძღოლების ალკოჰოლური თრობის შემოწმებისთვის.

1968 წელს "ბითლზმა"ალბომში პირველად გამოიყენა ქალის ხმა. ქალი იოკო ონო გახლდათ.

1970 წელს სოლჟენიცინს ნობელის პრემია გადაეცა.

1980 წელს ბობ მარლის ბოლო კონცერტი ჩატარდა, სადაც იგი კონცერტის მსვლელობის დროს უგონოდ დაეცა. 7 თვის შემდეგ გარდაიცვალა კიბოთი.

Print
თეგები: #8 ოქტომბერი