გართობა
6 ოქტომბერი - Instagram -ის დაბადების დღე
FaceBook
ისე მოხდა რომ ჩვ. წ. აღ-მდე 105 წლის 6 ოქტომბერს რომაელები სასტიკად დაამარცხეს გერმანელებმა.

1536 წელს ერესის ბრალდებით კოცონზე დაწვეს ინგლისელი რელიგიური რეფორმატორი და ბიბლიის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი უილიამ ტინდეილი.

1683 წელს პირველი გერმანელი ახალმოსახლეები ეწვივნენ ამერიკას.

1769 წელს ინგლისელი ზღვაოსანი ჯეიმს კუკი ახალი ზელანდიის ნაპირებს მიადგა.

1790 წელს იუველირმა შვეიცარიიდან იაკობ შვეპმა წარმოადგინა პროცესი თუ როგორ უნდა შეიქმნას ხელოვნური მინერალური წყალი.

1801 წელს ნაპოლეონმა ჰოლანდიას ახალი კონსტიტუცია წარუდგინა.

1866 წელს აშშ-ში პირველად გაძარცვეს მატარებელი. ძმები რენოების ბანდამ 10 ათას დოლრზე მეტი გაიტაცა.

1889 წელს პაროზში კაბარე მულენ რუჟი გაიხსნა.

ამავე წელს ტომას ედისონი აჩვენებს მის პირველ ფილმს.

1927 წელს ნიუ იორკში პირველი ხმოვანი ფილმი აჩვენეს "ჯაზის მომღერალი".

1955 წელს პარიზში პირველად წარმოადგინეს ავტომანქანა Citroën DS.

2010 წლის 6 ოქტომბერი Instagram დაბადების დღეა.

Print
თეგები: #6 ოქტომბერი