გართობა
4 ოქტომბერი - გრეგორიანული კალენდრის შემოღების დღე
FaceBook
4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის დღეა

1535 წელს დაიბეჭდა პირველი ინგლისურენოვანი ბიბლია.

1582 წელს რომის პაპმა გრეგორი XIII-მ შემოიღო გრიგორიანული კალენდარი, რის გამოც, 4 ოქტომბრის მომდევნო დღე 15 ოქტომბრად გამოცხადდა.

1675 წელს ჰოლანდიელმა გამომგონებელმა ქრისტიან გიუიგენსმა დააპატენტა ჯიბის საათი.

1780 წელს ინგლისელი ზღვაოსანის ჯეიმს კუკის ბოლო ექსპედიციის გადარჩენილი წარმომადგენლები დაბრუნდნენ ინგლისში.

1830 წელს ბელგიამ ნიდერლანდებიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1910 წელს პორტუგალია რესპუბლიკად გამოცხადდა. მეფე მანუელ მეორე ქვეყნიდან გაიქცა.

1911 წელს ლონდონში პირველი ექსკალატორი გაუშვეს ექსპლუატაციაში.

1834 წელს ენრიკო ფერმიმ შენელებული ნეირონების ეფექტი აღმოაჩინა.

1959 წელს პირველად გადაუღეს ფოტო მთვარის უხილავ მხარეს.

1965 წელს რომის პაპმა პავლე VI-მ გამოსცა ბულა, რომლის თანახმად ებრაელებს მოეხსნათ ქრისტეს წამებასა და სიკვდილზე ბრალდება.

2000 წელს ჯონ ლენონის მკვლელს უარი ეთქვა დროზე ადრე გათავისუფლებაზე. მისი მკვლელობის ხელახალი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მკვლელი გააზრებულად წინასწაგანზრახულად მოქმედებდა.

Print
თეგები: #4 ოქტომბერი