გართობა
3 ოქტომბერი - სილამაზის უცნაური კონკურსის დღე
FaceBook
3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღეა. ამიტომ გერმანიაში ნაციონალური ერთობის დღეს აღნიშნავენ.

სამხრეთ კორეა მათი სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღეს ზეიმობს.

382 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსმა ფრანკების მიწები გამოუყო ვესტგოთებს.

1863 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა ნოემბრის ყოველი მეოთხე ხუთშაბათი მადლიერების დღედ გამოაცხადა.

1866 წელს ვენის შეთანხმების თანახმად ავსტრიამ დაუთმო იტალიას ვენეცია.

1929 წელს სერბეთის, სლოვენიისა და ხორვატიის სამეფოები იღებენ ოფიციალურ სახელწოდებას - იუგოსლავია.

1932 წელს ერაყმა დამოუკიდებლობა მიიღო დიდი ბრიტანეთიდან.

1945 წელს 10 წლის ელვის პრესლიმ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ნორჩი ტალანტების გამოსავლენად, სადაც დაიკავა მეორე ადგილი და მიიღო ჯილდო 5 დოლარი.

ამავე წელს დაფუძნდა პროფკავშირების მსოფლიო ფედერაცია.

1952 წელს დიდმა ბრიტანეთმა ატომური იარაღის პირველი გამოცდა განახორციელა.

1990 წელს გერმანია გაერთიანდა.

2003 წელს ტიბეტში ჩატარდა სილამაზის კონკურსი, რომელში მხოლოდ ათმა კანდიდატმა გამოთქვა მონაწილეობიი სურვილი და მხოლოდ ერთმა გაბედა მოსვლა. 20 წლის ცერინგ კი-მ. მასვე ერგო ტიტული მის ტიბეტი და 2000 დოლარი პრიზი.

Print
თეგები: #3 ოქტომბერი