გართობა
26 სექტემბერი - პატრიოტი მეკობრეს დღე
FaceBook
26 სექტემბერი კონტრაცეპციის, ასევე ენათა ევროპული დღეა.

1580 წელს ბრიტანელმა ზღვაოსანმა და მეკობრემ ფრენსის დრეიკმა გემით „გოლდნ ჰაინდ“ დაბრუნდა პლიმუტში დედამიწის გარშემო მოგზაურობიდან, რომელიც მეორე იყო მაგელანის შემდეგ. მის მიზანს წარმოადგენდა ესპანელების გავლენის შესუსტება ზღვაზე ინგლისის სასარგებლოდ.

1687 წელს ათენზე შეტევის დროს დაინგრა პართენონის ტაძარი.

1789 წელს ტომას ჯეფერსონი დაინიშნა აშშ-ს ისტორიაში პირველ სახელმწიფო მდივნად.

1887 წელს ემილ ბერლინელმა გრამოფონი დააპატენტა.

1939 წელს საფრანგეთში აიკრძალა კომუნისტური პარტია, მისი ლიდერები კი დააპატიმრეს.

1950 წელს ინდონეზია გაეროში მიიღეს.

1961 წელს გაეროში ყველაზე გრძელი სიტყვა ფიდელ კასტრომ წარმოთქვა. მისი სიტყვა 4 საათი და 29 წუთი გაგრძელდა.

1961 წელს ნიუ-იორკში ბობ დილანის საკონცერტო დებიუტი შედგა.

1968 წელს ინგლისში გამოვიდა „ბითლზის“ ბოლო სტუდიური ალბომი Abbey Road.

2003 წელს მუშაობა შეაჩერა ნუპედიამ ვიკიპედიის წინაპარმა.

2008 წელს მონღოლეთში ჩინგიზ ხანის უზარმაზარი ქანდაკება გახსნეს.

Print