გართობა
ითამაშე ქველმოქმედებისთვის - ქუთაისში 24 სექტემბერს ,,City Game” გაიმართება
FaceBook

ქუთაისში, "City game" სტარტს 24 სექტემბერს, 10:00 საათზე ქალაქის  ცენტრალურ მოედანზე აიღებს. თამაშის მონაწილეებს  რუკები დაურიგდებათ, სადაც ქალაქის მასშტაბით გარკვეული ადგილები უნდა მოძებნონ.


თამაშში მონაწილეობის მიღება რეგისტარციით იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულება 15 ლარს შეადგენდა. ღონისძიებაზე შესული თანხა ქუთაისის ხანდაზმულთა სოციალურ დღის ცენტრს მოხმარდება. 24 სექტმებრისთვის უკვე ემზადებიან  City game-ში დარეგისტრირებული 20-მდე გუნდი. 
"City game" ორგანიზებულია მოხალისეობის განვითარების პროგრამის ,,საქართველოს მოხალისე" ფარგლებში. პროგრამა ხორციელედება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, იმერეთში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.


ბაქარ ლიკლიკაძე

Print
თეგები: #ქუთაისი #City game