გართობა
20 სექტემბერი - დიდი გადასახლების დღე
FaceBook
622  - ჰიჯრა, მუჰამედ წინასწარმეტყველის  გადასახლება მექადან მედინაში.

1187 წელს სალადინმა ალყაში მოაქცია იერუსალიმი და დაიწყო ბრძოლა რაინდების წინააღმდეგ.

1378 წელს ერთდროულად ორი პაპი აირჩიეს კლიმენტ VII და ურბან VI, რის შემდეგაც დაიწყო სქიზმა კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც 40 წელი გაგრძელდა.

1519 წელს დაიწყო მაგელანის ექსპედიცია.

1792 წელს საფრანგეთში მეუღლეებს გაყრის უფლება მისცეს.

1870 წელს დასრულდა იტალიის გაერთიანება.

1918 წელს სიკვდილით დასაჯეს ბაქოელი კომისრები.

1946 წელს პირველად გაიხსნა კანის კინოფესტივალი.

1999 წელს ანტვერპენში გაიხსნა „სექს-მუშაკების სკოლა“. სკოლაში მხოლოდ დამწყებ სექს- მუშაკებს არ იღებდნენ, არამედ გამოცდილებსაც. რომელთაც კვალიფიკაციის ამაღლება სურდათ. სკოლა სამ თვეში დაიხურა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის გამო.

Print