გართობა
16 სექტემბერი - შავარშ კარაპეტიანის გმირობის დღე
FaceBook
16 სექტემბერი ოზონის ხვრელის დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღეს მზე მარტო ოზონის ხვრელს არ უტევს, სხვა კუთხითაც აქტიურობს. თანამედოვე ასტრონომიულ ეპოქაში 16 სექტემბერს მზე ქალწულის თანავარსკვლავედში შედის.

1492 წელს კოლუმბის ამერიკაში პირველად მოგზაურობის დროს მან სარაგოსას ზღვა აღმოაჩინა.

1773 წელს ახალ შოტლანდიაში (კანადა) ჩამოვიდა ემიგრანტთა პირველი ნაკადი, რომელსაც მასობრივი მიგრაცია მოჰყვა შოტლანდიიდან.

1810 წელს მექსიკამ ესპანეთიდან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1821 წელს რუსეთმა დაამტკიცა მისი უცილობელი უფლება ალიასკაზე.თუმცა წლების შემდეგ მაინც მიყიდა აშშ-ს.

1857 წელს ჯეინ პირპონტმა მიიღო საავტორო უფლება სიმღერაზე „One Horse Open Sleigh" რომელიც ცნობილია სახელწოდებით Jingle Bells .ეს სიმღერა მან საკვირაო სკოლისთვის დაწერა ა, სადღეისოდ არც ერთი შობა არ გადის მის გარეშე.

1908 წელს უილიამ დიურანტმა დააფუძნა კომპანია General Motors..

1914 წელს რუსეთში შემოვიდა კანონი, რომელიც არყის გაყიდვას კრძალავდა ომის დროს.

1916 ალკოჰოლს ომი კანადაშიც გამოუცხადეს და მშრალი კანონი მიიღეს.

1959 წელს შარლ დე გოლმა ალჟირელ მოსახლეობას შესთავაზა რეფერენდუმი მოეწყოთ საფრანგეთიდან დამოუკიდებლად გასვლის საკითხზე.
1976 წელს მრავალგზის რეკორდსმენმა და მსოფლიო ჩემპიონმ შავარშ კარაპეტიანმა 10 მეტრის სიღრმის წყლიდან 48 ადამიანი ამოიყვანა. შემთხვევა ერევანში მოხდა, როდესაც ტროლეიბუსი ხიდიდან წყალსაცავში გადავარდა. შავარშმა რამდენიმე წლის წინ ავტობუსის პასაჟირები გადაარჩინა და ხევში გადაჩეხვიდან იხსნა. მოგვიანებით კი ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოიყვანა ადამიანები.

1987 წელს ხელი მოეწერე მონრეალის შეთანხმებას, რომელიც ოზონის ხვრელის დაცვას გულისხმობდა.

1996 წელს დააკავეს ჰაკერი კევინ მიტნიკი. მან პენტაგონის კომპიუტერული სისტემა გატეხა.

Print