გართობა
13 სექტემბერი - პენიცილინის აღმოჩენისა და Yesterday-ს დაბადების დღე
FaceBook
13 სეტემბერი ბრაზილიური ნაციონალური სასმელის კაშასას დღეა. 1501 წლის 13 სექტემბერს მიქელანჯელომ "დავითზე" მუშაობა დაიწყო.

1741 წელს რუსეთში გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად სამუშაო საათების რაოდენობა შემცირდა და 15 საათამდე დავიდა.

1848 წელს ლვოვის უნივერსიტეტში გაიხსნა უკრაინული ენის კათედრა.

1835 წელს საფრანგეთში პრესას ცენზურა დაუწესდა.

1849 წელს წმინდა მიწების მოლოცვის შემდეგ ნიკოლაი გოგოლი მოსკოვში დასახლდა.

1902 წელს ბრიტანეთში პირველად წარმოადგინეს მტკიცებულების სახით თითების ანაბეჭდი.

1922 წელს დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ელ-აზიზის ტერიტორიაზე - 57 გრადუსი.

1929 წელს ალექსანდრ ფლემინგმა პუბლიკას წარუდგინა მისი აღმოჩენა - პენიცილინი.

1965 წელს საბჭოთა კავშირში მშრომელებს, რომლებიც მავნე სამუშაოთი იყვნენ დაკავებულნი სახელმწიფომ რძის უფასოდ გადაცემა დაუწესა. ამავე წელს აშშ-ში ბითლზის Yesterday გამოვიდა.

1993 წელს პალესტინას ავტონომია მიენიჭა.

Print