გართობა
12 სექტემბერი - დიდი მარათონის დღე
FaceBook
12 სექტემბერი ირანის კინოს დღეა. ამ დღეს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ძველ საბერძნეთში. ჩვ.წ. აღ-მდე 490 წელს ბერძენმა მეომარმა ფიდიპიდმა. ქალაქ მარათონიდან ათენამდე შეუჩერებლად გაირბინა, რათა ბერძნების მიერ სპარსელებზე გამარჯვების ამბავი მოეტანა. "გაიხარეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ!" - ამ სიტყვების შემდეგ უსულოდ დაეცა. 1896 წელს როდესაც ათენში ჩატარდა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ამ მეომრის საპატივცემულოდ მოეწყო გარბენი მარათონიდან ათენამდე. ამის შემდეგ მარათონი გახდა კლასიკური დისტანცია ადა სახეობა სპორტში.

1189 წელს ადრონიკე კომნინი ბრბომ მოკლა. რის შემდეგაც კომნინების დინასტია აღა მართავდა ბიზანტიას.

1504 წელს ამერიკის კონტინენტზე მისი მეოთხედ მოგზაურობის შემდეგ, დაბრუნდა ესპანეთში.

1643 წელს თეატრის მსახიობების სიაში პირველად მოიხსენიეს ჟან ბატისტ პოკლენი, მომავალი მოლიერი.

1740 წელს რამდენიმეწლიანი მიმოწერის შემდეგ ერთმანეთი პირველად ნახეს ვოლტერმა და ფრიდრიხ დიდმა.

1858 წელს ახალ შოტლანდიაში (კანადა) ოქროს საბადოები აღმოაჩინეს.

1940 წელს საფრანგეთში კლდეზე ამოკვეთილი უძველესი ნახატები ოპოვეს.

1943 წელს ოტო სკორცერიმ ციხიდან გაათავისუფლა ბენიტო მუსოლინი.

1990 წელს გერმააიის გაერთიანების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

2000 წელს იაკუტიაში გამოსვლისას მუსიკოსმა ზემფირამ მოუწოდა მაყურებლებს სცენას მიახლოებოდნენ, რის შემდეგაც სერიოზული ტრავმები მიიღო 19 ადამიანმა.

2002 წელს ჯორჯ ბუშმა გააჟღერა შეერთებული შტატების განზრახვა გამხდარიყო იუნესკოს წევრი, რომლის რიგებიც 18 წლის წინ დატოვა.

Print