გართობა
8 სექტემბერი - მიქელანჯელოს „დავითისა“ და მარია დელ ფიორეს ტაძრის დღე
FaceBook
8 სექტემბერი ჟურნალისტთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა.

8 სექტემბერს კათოლიკები ღვთისმშობელი მარიამის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

1296 წელს "წმინდა მარიამი ყვავილით" იგივე მარია დელ ფიორეს ტაძრის მშენებლობა დაიწყო ფლორენციაში. მარია დელ ფიორე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლად ითვლება მსოფლიოში.

1429 წელს ჟანა დ"არკის არმიამ პარიზი შტურმით აიღო.

1504 წელს მიქელანჯელომ "დავითზე" მუშაობა დაასრულა.

1636 წელს საფუძველი ჩაეყარა ჰარვარდის უნვერსიტეტს. ყველაზე ძველ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას ამერიკის კონტინენტზე.

1664 წელს ნიდერლანდების კოლონოა ახალი ამსტერდამი გადაეცა ინგლისელებს, რომელსაც მალე სახელი შეეცვალა და ნიუ-იორკად იწოდა.

1791 წელს პარიზის ლუვრში პირველად გამოფინეს მხატვრებმა ნახატები.

1888 წელს ინგლისის ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი გაიმართა.

1900 წელს ჰალვესტონის ქარიშხალის სახელით წოდებულმა ტორნადომ გაანადგურა ქალაქი ჰალვესტონი ტეხასში.

1921 წელს პირველად ჩატარდა სილამაზის კონკურსი "მის ამერიკის" გამოსავლენად.

1941 წელს დაიწყო ლენინგრადის ბლოკადა.

1943 წელს ფაშისტებიდან გაათავისუფლეს დონბასი.

1946 წელს რუს მსახიობს ზოია ფიოდოროვას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს შპიონაჟის ბრალდებით იგი 1955 წლამდე იყო ციხეში.

1952 წელს პირველად გამოიცა ჰემინგუეის მოთხრობების კრებული. მათ შორის "მოხუცი და ზღვა".

1974 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა შეიწყალა ყოფილი პრეიზდენტი რიჩარდ ნიქსონი.

Print
თეგები: #8 სექტემბერი