გართობა
7 სექტემბერი - „ბიძია სემისა“ და სხვა ნაციონალური სიმბოლოების დაბადების დღე
FaceBook
1191 წელს ჯვაროსნების ტრიუმფის დღეა. ამ დღეს რიჩარდ I-მა სალადინი დაამარცხა არსუფთან ბრძოლაში.

1630 წელს ტრიმონტეინს სახელი შეეცვალა და დაერქვა ბოსტონი. იგი მასაჩუსეტსის დედქალაქად გამოცხადდა.

1654 წელს ახალ ამსტერდამში დღევანდელ ნიუ იორკში ებრაელებმა იწყეს ჩამოსვლა, ისინი ბრაზილიიდან განდევნეს.

1812 წელს გაიმართა ბოროდინოს ომი. ერთ -ერთი ყველაზე სისხლიანი ერთდღიანი შეტაკებების ისტორიაში.

1813 წელს გამოთქმა "ბიძია სემი" აშშ-ს ხელისუფლებას დაუკავშირდა ანგლო -ამერიკული ომის დროს, რომელიც 1812 წელს დაიწყო პირი რომელიც ამერიკულ არმიას ხორცით ამარაგებდა, იყო ვინმე სემუელ უილსონი. კასრებზე ეწერა US (United States). ირლანდიელი დარაჯი, რომელიც ამ ხორცს იბარებდა, თვლიდა რომ ეს წარწერა აღნიშნავს ხორცის მომწოდებლის სახელსა და გვარს და მას კითხულობდა Uncle Sam Wilson ანუ ბიძია სემ უილსონი. 1961 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო დადგენილება, რომ სემუელ უილსონი ჩაითვალოს ამერიკის ნაციონალური სიმბოლოს "ბიძია სემის" წინაპრად.

1860 წელს უელსის პრინცის კანადაში მოგზაურობის დროს პირველად გამოიყენეს ნეკერჩხლის ფოთოლო, როგორც კანადის ნაციონალური სიმბოლო.

1911 წელს გიომ აპოლინერი დააკავეს ლუვრიდან მონა ლიზას გატაცების ბრალდებით, აპოლინერი 11 დღეში გაათავისუფლეს და ბრალდება მოუხსნეს.

1936 წელს დედამიწაზე უკანასკნელი ზოლიანი მგელი კვდება ზოოპარკში.

1945 წელს გაიმართა მოკავშირეების გამარჯვების მარში ბერლინში.

1951 წელს კანადის ცენტრალურმა სამსახურმა მოითხოვა კონვერტებზე ქუჩისა და ბინის ნომრის დატანა. მანამდე მხოლოდ ქალაქი და სახელი და გვარი იყო აღნიშნული.

1976 წელს ჯორჯ ჰარისონი დააჯარიმეს არაგანზრახ პლაგიატორობისთვის. მისი ჰიტი My Sweet Lord არ ჩაითვალა ორიგინალურ სიმღერად და იგი რონალდ მეკის ქალთა გუდნისთვის დაწერილი სიმღერის ასლად მიიჩნიეს. ჰარისონი დაჯარიმეს 587 000 დოლარით.
Print
თეგები: #7 სექტემბერი