გართობა
2 სექტემბერი - ინტერნეტის დაბადების დღე
FaceBook
1642 წლის 2 სექტემბერს ინგლისის პარლამენტმა თეატრები აკრძალა.

1727 წელს ვიტუს ბერინგი კამჩატკაზე გაემგზავრა.

1752 წელს დიდმა ბრიტანეთმა და მისმა კოლონიებმა იულიანეს კალენდრის მიხედვით ბოლო დღე გაატარეს და მეორე დღეს გრეგორიანულ კალენდარზე გადავიდნენ.

1789 წელს აშშ-ში ფინანსთა სამინისტრო დაფუძნდა.

1792 წელს საფრანგეთში დაიწყო "სექტემბრის მკვლელობები", როდესაც რევოლუციურად გაწყობილი ბრბო პატიმრებს გაუსწორდა.

1794 წელს დაიწყო ოდესის მშენებლობა

1919 წელს აშშ-ში აიკრძალა რკინიგზელების გაფიცვა.

1922 წელს ჰენრი ფორდის ქარხანაში გაჩნდა ახალი აკრძალვა - ვისაც ლუდის, ღვინის ან ნებისმიერი ალკოჰოლის სუნი აუვიდოდა სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.

1958 წელს ჩინეთის ტელევიზიამ დაიწყო ფუნქციონირება.

1969 წლის 2 სექტემბერი ინტერნეტის ერთ-ერთი დაბადების დღე. კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ერთი კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერებში წარმატებით გაიგზავნა ინფორმაცია.

1978 წელს ჯორჯ ჰარისონისა და ოლივია ტრინიდად არიასის ქორწილი გაიმართა. ისინი ერთმანეთს 1974 წელს შეხვდნენ, ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერის დროს, სადაც ოლივია ბეკ- ვოკალში მღეროდა.

1986 წელს კანადელ კეტი სმიტს მიუსაჯეს სამწლიანი პატიმრობა არაწინასწარგანზრახული მვლელობის გამო. მას ამერიკელი მსახიობის ჯონ ბელუშის მკვლელობა ედებოდა ბრალად. ბელუში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

Print
თეგები: #2 სექტემბერი