გართობა
25 აგვისტო - აღმოჩენების, დიდი გადაცურვებისა და გადაფრენების დღე
FaceBook
325 წლის 25 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა ნიკეას საეკლესიო კრება.

1580 წელს ესპანელებმა ლისაბონი აიღეს და პორტუგალია ესპანეთს შეუერთეს.

1604 წელს ცრუდიმიტრი, პოლონურ და უკრაინულ დაქირავებულ ჯარებთან ერთად, წამოვიდა მოსკოვისკენ.

1609 წელს გალილეო გალილეიმ ვენეციის დიდ საბჭოს წარუდგინა ახალი მოწყობილობა ტელესკოპი.

1718 წელს ფრანგებმა ჩრდილოეთ ამერიკაში დააფუძნეს ახალი ორლეანი.

1793 წელს რევოლუციურმა ფრანგულმა არმიამ მარსელი აიღო.

1838 წელს აშშ-მ უარი თქვა ტეხასის საკუთარ შტატად აღიარებაზე.

1875 წელს მეთიუ უებმა გადაცურა ლა- მანში.

1929 წელს ტოკიოდან გამოსული დირიჟაბლი სან- ფრანცისკოში ჩავიდა.

1940 წელს ინგლისელებმა პირველად ჩაატარეს ავიადარტყმები ბერლინზე.

1941 წელს საბჭოთა და ინგლისურმა ჯარებმა ირანის ოკუპაცია მოახდინეს.

1944 წელს მოკავშირეების ჯარებმა გაათავისუფლეს პარიზი.

1950 წელს ეკარანებზე გამოვიდა აკირა კუროსავას "რასიომონი", ფილმმა მაშინვე მოუტანა უამრავი პრიზი და სახელი მის ავტორებს.

ისტორიკოსმა ანდერს რანსენმა 1956 წელს სტოკჰოლმის აკვატორიაში აღმოაჩინა 1628 წელს ჩაძირული გემი.

1968 წელს 8 დისიდენტმა გამოხატა პროტესტი წითელ მოედანზე ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის გამო.

1991 წელს ბელორუსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

Print
თეგები: #25 აგვისტო