გართობა
იმერეთის სამი საუკეთესო ბარმენი გამოავლინეს
FaceBook

ქუთაისში ბარ-რესტორან "სეზამში" იმერეთის ბარმენთა ჩამპიონატი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა  ქუთაისსა და წყალტუბოში მოქმედმა ათმა ბარმენმა მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით,  კონკურსანტებმა კლასიკური და ფანტაზიური კოქტეილები დაამზადეს.

კონკურში სამი გამარჯვებული გამოვლინდა: ზურა ხაინდრა პირველი ადგილი , ნინო კაპანაძე- მეორე ადგილი, ხოლო მესამე ადგილი  - გიორგი ჭელიძემ დაიკავა.
გამარჯვებულებს საჩუქრად ბარის ინვენტარი და ალკოჰოური სასმელები გადაეცათ.

"იყო სამი ჟიური წევრი, რომლებმაც დააგემოვნეს კოქტეილები და გამარჯვებულებიც გამოავლინეს",  - ამბობს იმერეთის ბარმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი , ბორის კიკაძე.

საპრიზო ადგილის მფლობელი 18 ნოემბერს თბლისში, სასტუმრო "ბლუ ივერიაში" საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საქართველოს საუკეთესო ბარმენი გამოვლინდება.


ამავე თემაზე:


ადგილი ქუთაისში, სადაც ბარმენები პროფესიას ეუფლებიან (ვიდეო)


 

Print