გართობა
13 აგვისტო -ფეხბურთის აკრძალვის დღე
FaceBook
1546 წელს ფრანგი ჰუმანისტების ტექსტების დაბეჭდვის გამო სიკვდილით დასაჯეს გამომცემელი ეტიენ დოლე.

1778 წელს მილანში გაიხსნა ლა სკალას ოპერის შენობა.

იტალიელებს არც ფრანგები ჩამორჩნენ და 1795 წელს დააფუძნეს პარიზის კონსერვატორია.

1882 წელს ამერიკის კონგრესმა ქვეყანაში შემოსვლა აუკრძალა ყველა "მთვარეულს, დამნაშავესა და შეშლილს" . ასევე ჩინელებს , რომელთაც ათი წლით აუკრძალა ემიგრაცია.

1904 წელს ინგლისური ექსპედიციის წევრები პირველი ევროპელები გახდნენ რომელთაც უფლება მისცეს შესულიყვნენ წმინდა ქალაქ ლხანაში, ტიბეტში.

1907 წელს პორტუგალიაში კვირა დასვენების დღედ გამოცხადდა.

1908 წელს ფილადელფიაში გაიხსნა მეტრო.

1913 წელს პოლიციამ რიაზანში ფეხბურთი აკრძალა. განაცხადა რომ ამდენი ადამიანის ერთად შეკრება უკანონოა.

1914 წელს გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.

თავის მხრივ 1932 წელს ბენიტო მუსოლინიმ ომი გამოუცხადა პაციფიზმს.

1945 წელს ყველა ეთნიკურ გერმანელსა და უნგრელს ჩამოერთვა ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა.

1955 წელს ლონდონში სემუელ ბეკეტის "გოდის მოლოდინში" პრემიერა შედგა, რის შემდეგაც მაყურებელთა ნახევარმა დატოვა დარბაზი - პიესა ვერ გაიგეს.

1971 წელს პოლ მაკარტნიმ თავისი ჯგუფი დააარსა «Wings»

1988 წელს ციხიდან გაათავისუფლეს გერმანელი მფრინავი, რომელმაც თვითმფრინავი პირდაპირ წითელ მოედანზე დასვა.

Print
თეგები: #1 აგვისტო