გართობა
30 ივლისი - მეგობრობის საერთაშორისო დღე
FaceBook
30 ივლისი - მეგობრობის საერთაშორისო დღეა.

30 ივლისს ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის მსოფლიო დღესაც აღნიშნავენ.

1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბი პირველად შეხვდა მაიას ტომის წარმომადგენლებს.

1792 წელს პარიზში შევიდა მარსელის მოხალისეთა ბატალიონი. ისინი რუჟე დე ლილის, ბატალიონის ოფიცრის მიერ დაწერილ საბრძოლო სიმღერას მღეროდნენ, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის ჰიმნი გახდა.

1993 წელს კანადაში იორკის (ტორონტოს) მშენებლობა დაიწყო.

1858 წელს ინგლისელმა მკვლევარმა ჯონ სპიკმა აღმოაჩინა ტბა ვიქტორია აფრიკაში.

1898 წელს მოსკოვში საზეიმოდ გახსნეს ქალაქში პირველი კანალიზაცია.

1900 წელს ბრიტანეთში აიკრძალა ბავშვთა შრომა მაღაროებში.

1934 წელს გამომცემობა Penguin Books- მა გამოსცა პატარა ფორმატის წიგნები მსუბუქი გარეკანით რითაც გადატრიალება მოახდინა საგამომცემლო საქმეში. იდეის ავტორი სერ ალენ რეინი გახლდათ.

1954 წელს მემფისში ჩატარად ელვის პრესლის პირველი კონცერტი.

1956 წელს წარწერა „In God We Trust" პირველად გაჩნდა ამერიკულ დოლარებზე.

Print
თეგები: #30 ივლისი