გართობა
27 ივლისი - ძილის დღე
FaceBook
ფინეთში დღეს ძილის დღეს აღნიშნავენ. 1147 წელს დაარსდა მოსკოვი. 1586 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა უოლტერ რელიმ შემოიტანა ბრიტანეთში თამბაქო.

1656 წელს ფილოსოფოსი სპინოზა გააგდეს ებრაული თემიდან და საკუთარი სახლიდანაც მისი შეხედულებების გამო.

186 წელს დასრულდა ტრანატლანტიკური სატელეფონო სადენის გაყვანა ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის.

1920 წელს პირველად გამოიგონეს რადიოკომპასი საავიაციო ნავიგაციისთვის.

1921 წელს კანადელმა გამომგონებელმა ფრედერიკ ბანტინგმა გამოიგონა ინსულინი.

1941 წელს ლენინის სხეული გაიტანეს მოსკოვიდან. მისი ადგილსამყოფელი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ომის შემდეგ ისევ, უკან დააბრუნეს.

1943 წელს იტალიაში დაიშალა ფაშისტური პარტია.

1965 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერა კანონპროეტს, რომელიც დამზადებულ თაბაქოზე წარწერის, მისი მავნებლობის შესახებ, გაკეთებას ავადლებულებდა ყველა მეწარმეს.

1994 წელს ინდოეთში აიკრძალა ექოსკოპია ბავშვის სქესის დადგენისთვის. აბორტების გამო, რომელიც იმ შემთვვევაში კეთდებოდა როდესაც დადგინდებოდა რომ ბავშვი გოგონა იყო.

Print
თეგები: #27 ივლისი