გართობა
25 ივლისი - ორთქმავლის გამოგონების დღე
FaceBook
326 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინმა პირველად თქვა უარი წარმართული კერპების გამოტანაზე.


1131 წელს პორტუგალიის გრაფმა ალფონსმა თავი მეფედ გამოაცხადა, რის შემდეგაც პორტუგალია სამეფო გახდა.

1587 წელს იაპონიაში აიკრძალა ქრისტიანობა. იეზუიტებს მოთხოვეს 20 დღეში დაეტოვებინათ ქვეყანა.

1593 წელს ჰენრი ნავარიელმა საჯაროდ მიიღო კათოლიკობა.

1814 წელს ინგლისელმა გამომგონებელმა ჯორჯ სტივენსონმა მოაწყო მისი გამოგონების ორთქმავლის გამოცდა.

1826 წელს 6 დეკაბრისტი დახვრიტეს.

1895 წელს გაიმართა მომავალი ნობელიანტების პიერ კიურესა და მარია სკლოდოვსკას ქორწილი.

1907 წელს რუსმა გამომგონებელმა როზინმა დაპატენტა ელექტროგამოსახულება ანუ ტელეგამოსახულება.

1043 წელს გადატრიალების შედეგად გადააყენეს ბენიტო მუსოლინი, მისი ადგილი ბადოლიომ დაიკავა.

1965 წელს დარეგისტრირდა ვლადიმერ ვისოცკისა და ლუდმილა აბრამოვას ქორწინება.

1965 წელს ნიუპორტში ფოლკფესტივალზე ბობ დილანი ელექტროგიტარით პირველად გამოვიდა. მისი შემოქმედებითი ძიებები ვერ გაიგეს თაყვანისმცემლებმა და სტვენით გააძევეს სცენიდან

Print
თეგები: #25 ივლისი