გართობა
24 ივლისი - მაჩუ-პიკჩუს აღმოჩენის დღე
FaceBook
1701 წელს დაფუძნდა დეტროიტი. ამ ქალაქის დამფუძნებელი ფრანგული მიწების გამგებელი ანტუან კადილაკი გახლდათ, რომლის სახელიც უკვდავყო ავტომობილის მარკამ.

1790 წელს ეკატერინე II-მ რადიშევის დაპატიმრების ბრძანება გასცა წიგნის "პეტერბურგიდან მოსკოვში მოგზაურობა" გამოცემის გამო.

1851 წელს ბრიტანეთში აიკრძალა ფანჯრებზე გადასახადები.

მწერალი ო"ჰენრი გაათავისუფლეს ციხიდანნ 1901 წელს.

1901 წელს რიგაში პირველად ამოქმედდა ელექტრონული ტრამვაი.

1911 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირემ ბინჰემმა პერუში აღმოაჩინა დაკარგული ქალაქი მაჩუ-პიკჩუ.

1925 წელს სახალხო კომისარიატმა ფელიქს ძერჟინსკი გამოაცხადა კინოს მეგობრად. მანამდე იგი პლანეტათაშორისი ურთიერთობის საზოგადოების მეგობრად დაასახელეს.

1938 წელს გამოიგონეს ხსნადი ყავა.

1969 წელს "აპოლო 11" წარმატებით დაეშვა წყნარ ოკეანეში.

Print
თეგები: #24 ივლისი