გართობა
23 ივლისი - ირანში მუსიკის აკრძალვის დღე
FaceBook
23 ივლისს ძველ რომში წყლისა და ზღვის ღმერთ ნეპტუნს მიაგებდნენ პატივს.

1840 წელს სხვა იმპერიამ დიდმა ბრიტანეთმა გამოიჩინა თავი და კანადას უფლებები გაუფართოვა - იგი თვითმმართველ ტერიტორიად გამოცხადდა.

1840 წელს რუსეთში ქოლერის ნიადაგზე აჯანყება დაიწყო.

1901 წელს რობეტ კოხმა მიაგნო შავი ჭირის გავრცელების მიზეზს - მისი გამავრცელებლები ვირთხები აღმოჩნდნენ.

1951 წელს საფრანგეთში როკენკორტში გაიხსნა ნატოს შტაბ-ბინა.

1968 წელს ისტორიაში პირველად ტერორისტებმა სამოქალაქო თვითმფრინავში აიყვანეს მძევლად მგზავრები. ისინი პალესტინელთა განმათავისუფლებელი არმიის წევრები იყვნენ, თვითმფრინავი კი ისრაეილის ავიახაზებს ეკუთვნოდა.

1974 წელს საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო "შავი გენერლების" დიქტატურა.

1979 წელს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა აკრძალა მუსიკა, თითქოსდა იგი ახალგაზრდებს რყვნიდა.

1982 წელს აიკრძალა ვეშაპებზე ნადირობა კომერციული მიზნებისთვის.

1982 წელს თვითმფრინავმა Bოეინგ 767 მას შემდეგ რაც მწყობრიდან გამოუვიდა ნაწილები მოახდინა დაჯდომა მიტოვებულ აეროდრომზე.

2002 წელს სწავლულებმა ერთ- ერთი ლეგენდის დადასტურება მიიღეს - თითქოსდა ზღვის ურჩხულების არსებობის შესახებ. კუნძულზე თასმანია ნაპირზე გამოირიყა გიგანტური კალმარი მისი წონა მეოთხედ ტონას იწონიდა, საცეცების სიგრძე კი 15 მეტრს.

Print
თეგები: #23 ივლისი