განათლება
21 ივლისი - არტემიდეს ტაძრის დაწვისა და ალექსანდრიის შუქურის დანგრევის დღე
FaceBook
ჩვ.წ.აღრ - მდე 356 წელს 20-21 ივლისის გამთენიისას ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდეს ტაძარი ეფესოში. წამების შედეგად ჰეროსრატემ აღიარა, რომ ტაძარი იმისთვის დაწვა ისტორიაში შესულიყო.

365 წელს საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა ალექსანდრიის შუქურა - მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. საბოლოოოდ, შუქურა 1375 წლის მიწისძვრამ გაანადგურა.

1773 წელს რომის პაპის ბრძანებით აიკრძალა იეზუიტების ორდენი.

1798 წელს ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობისას გაიმართა ბრძოლა პირამიდებთან.

1822 წელს შეიქმნა პირველი მექსიკური იმპერია.

1940 წელს გემანიამ საბჭოეთის წინააღმდეგ შეიმუშავა "ბარბაროსას გეგმა".

1969 წელს ამერიკელი ასტრონავტები ნილ არმსტრონგი და ედვინ ოლდრინი მთვარის ზედაპორზე გადავიდნენ - ადამიანი პირველად შეეხო მთვარის ზედაპირს.

1999 წელს ინგუშეთში კაცებს უფლება მიეცათ ოთხი ცოლის ყოლაზე.

2007 წლის 21 ივლისს გამოვიდა პოტერიადის მეშვიდე წიგნი "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები".

Print
თეგები: #21 ივლისი