გართობა
17 ივლისი - კონდიციონერის გამოგონების დღე
FaceBook
17 ივლისი - რევოლუციის, კონსტიტუციის, დემოკრატიისა და მეფის დღეა.

გერმანიის მეფემ ჰენრიხ III -მ, ვის დღესაც დღეს აღნიშნავენ, 1048 წელს რომიდან განდევნა პაპი ბენედიქტი და მის ადგილას დასვა პაპი დმასიემი.

1505 წელს მარტინ ლუთერმა მისი გეგმები შეცვალა და მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - იურისტის ნაცვლად ბერად აღიკვეცა.

1775 წელს აშშ-ში გაიხსნა პირველი სამხედრო ჰოსპიტალი.

1783 წელს დამტკიცდა პარიზის გერბი.

1791 წელს პარიზში დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. ისინი მეფე ლუდოვიკო XVI –ისგან ტახტზე უარის თქმას ითხოვდნენ.

1864 წელს იაპონიის დედაქალაქი კუოტადან ტოკიოში გადავიდა. ტოკიო გახდა დედაქალქი, კიოტო - მამაქალაქი.

1902 წელს უილიამ კერიერმა დააპატენტა ჰაერის კონდიციონერი.

1918 წელს, ღამით, სარდაფში დახვრიტეს რუსეთის იმპერატორი და მისი ოჯახი.

1928 წელს მექსიკელმა პოლიტიკოსმა ალვარო ობრეგონმა, რომელიც პრეზიდენტად აირჩიეს, მოკლეს ოფიციალური მიღების დღეს.

1936 წელს ესპანეთში დაიწყო სამოქალაქო ომი.

1955 წელს მოსკოვში ჩამოატარეს 57 ათასი სამხედრო ტყვე.

1968 წელს ლონდონში გაიმართა სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმის "ბითლზის "პრემიერა.

1973 წელს ავღანეთში მონარქია რესპუბლიკამ შეცვალა.

1986 წელს მოსკოვი- ბოსტონის სატელევიზიო ხიდის დროს პირველად გაჟღერდა ფრაზა "ჩვენთან სექსი არ არის"...

Print
თეგები: #17 ივლისი