გართობა
15 ივლისი - „ჯაზში მხოლოდ ქალიშვლებია“ პრემიერის დღე
FaceBook
15 ივლისს ერთ ქვეყანაში პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ, მეორეში - სულთნისას.

1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღება.

1203 წელს პაპმა ინოკენტი III-მ განაცხადა, რომ ებრაელები განწირულები არიან მუდმივი მონობისთვის იმიტომ რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს.

1228 წელს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ფრანცისკ ასიზიელი წმინდანად შერაცხეს.

1525 წელს ბრანდერბურგის კურფიუსტმა იოახიმმა და მისმა ამალამ ბერლინი დატოვა გავრცელებული ხმების გამო - თითქოსდა წარღვნა იყო მოახლოებული.

1795 წელს "მარსელიეზა" იქცა საფრანგეთის ოფიციალურ ჰიმნად.

1799 წელს ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ნაპოლეონმა და კაპიტანმა პიერ ფრანსუა ბუშარმა "როზეტის ქვა" აღმოაჩინეს.

1853 წელს ლევ ტოლსტოიმ ნეკრასოვს გაუგზავნა მისი პირველი მოთხრობა "ბავშვობა".

1869 წელს იპოლიტ მუჟე მურიენმა დააპატენტა მარგარინი.

1912 წელს ინგლიში სამედიცინო დაზღვევა შევიდა ძალაში.

1916 წელს ამერიკელმა ინჟინერმა უილიამ ბოინგმა დააფუძნა კომპანია "ბოინგ ეარფლეინი".

1930 წელს სსრკ-ში ხორცზე ტალონების სისტემა დაწესდა.

19334 წელს გერმანიაში ინგლისური გაზეთები აკრძალეს.

სამაგიეროდ, 1952 წელს აშშ-ში აიკრძალა საბჭოთა ჟურნალი "ამერიკა".

1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა ბილი უაილდერის "ზოგს უფრო ცხელი უყვარს", საბჭოთა კინოგაქირავებაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" სახელით ცნობილი ფილმი.

Print
თეგები: #15 ივლისი