გართობა
5 ივლისი - მსოფლიო მიზიდულობის კანონის დღე
FaceBook
5 ივლისი - მნიშვნელოვანი კანონის გამოქვეყნების დღეა. 1687 წელს "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკურ საწყისებში" ისააკ ნიუტონმა შეიტანა მსოფლიო მიზიდულობის კანონი.

1701 წელს გლეხმა ივან რიაბოვმა რომელიც შვედურმა არმიამ ტყვედ ჩაიდო, გზა აუბნია შვედურ ესკადრილიას და ამით იხსნა არხანგელსკი მტრების შემოსევისგან.

1748 წელს მიხეილ ლომონოსოვმა მათემატიკოს ლეონარდ ეილერს წერილში პირველად ჩამოუყალიბა მატერიისა და მოძრაობის შენახვის კანონი.

1811 წელს ვენესუელამ პირველმა სამხრეთ ამერიკის კოლონიებიდან საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.

1829 წელს 14 წლის ყმამ პავლე პოპოვმა პირველმა ნახა ოქროს საბადოზე ურალში პირველი ალმასი რუსეთში.

1841 წელს თომას კუკმა პირველმა გახსნა ტურისტული სააგენტო.

1881 წელს ეგვიპტეში ლუქსორის მახლობლად აღმოაჩინეს ფარაონების სამარხი: სეთი I-ის, ამენჰოტეპ I-ის , ტუტმოს III-ის და რამზეს II დიდის.

1940 წელს შვედებმა უფლება მისცეს გერმანელებს გამოეყემებინათ მათი რკინიგზა ნორვეგიაში ჯარების შესაყვანად.

1940 წელს რუზველტის ბრძანებით ემბარგო დაადეს აშშ-ში შემომავალ იაპონურ პროდუქციას.

1946 წელს პარიზის მოდების ჩვენებაზე პირველად წარმოადგინეს ბიკინები.

1954 წელს ელვის პრესლმი ჩაწერა მისი პირველი სიმღერა.

1999 წელს კუბამ აშშ-ს წარუდგინა სარჩელი, სადაც იგი აშშ-ს 181 მილიარდ დოლარზიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც კუბას ამერიკის 40 წლიანი ეკონომიკური ბლოკადით მიადგა.

Print
თეგები: #5 ივლისი