გართობა
3 ივლისი - კაპუცინების ორდენის, ტელევიზორისა და ასტეროიდის დღე
FaceBook
3 ივლისი  ცვლილებების  დღე ყოფილა საფრანგეთში 1100 წლის წინ. 987 წლის 3 ივლისს ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფედ აკურთხეს, რითაც დასრულდა კაროლინგების მმართველობის ეპოქა საფრანგეთში.

1528 წელს კლიმენტ VII-მ სპეციალური ბულატი დააკანონა კაპუცინების ორდენი. მათ მთავარ მიზანს რეფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენდა.

1608 წელს ფრანგმა მოგზაურმა სამუელ დე შამპინიონმა დააარსა კვებეკი.

1648 წელს მოგზაურების პოპოვისა და დეჟნევის ხელმძღვანელობით რუსეთიდან 7 გემი გავიდა. ამ ექსპედიციამ ბერინგის სრუტე აღმოაჩინა.

1841 წელს ჯონ ადამსმა პლანეტა ნეპტუნი აღმოაჩინა.

1849 წელს ფრანგული ჯარები რომში შევიდნენ, რითაც დასრულდა რომის რესპუბლიკის არსებობა.

1890 წელს აიდაჰო აშშ-ს 43-ე შტატი გახდა.

1928 წელს გაყიდვაში ტელევიზორები გამოვიდა. მათი ღირებულება 75 დოლარს შეადგენდა.

1944 წელს ოპერაცი "ბაგრატიონის" ფარგლებში მინსკი გაათავისუფლეს ფაშისტებისგან.

1948 წელს ალბანეთში მოითხოვეს ქვეყანა ყველა იუგოსლავიელს დაეტოვებინა.

1956 წელს პოლონეთის მთავრობამ პოლონელ ებრაელებს ისრაელში წასვლის უფლება მისცა.

2006 წელს ასტეროიდმა 2004 XP14 -მა დედამიწას 432 308 კილომეტრში ჩაუფრინა.

Print
თეგები: #3 ივლისი