გართობა
28 ივნისი - ომის დაწყებისა და დასრულების დღე
FaceBook
1635 წელს ფრანგებმა კარიბის ზღვაში დააფუძნეს კოლონია გვადელუპე.

1644 წელს მოხეტიალე დასის მსახიობი ჟან ბატისტ პოკლენი პირველად გამოვიდა სხცენაზე მოლიერის სახელით.

1648 წელს რუსი მეზღვაურების ექსპედიცია დაიწყო სემიონ დეჟნევის ხელმძღვანელობით. მათ აღმოაჩინეს ჩრდილოეთ საღვაო გზა.

1786 წელს რუსეთში შემოვიდა სახელმწიფო დაზღვევის სისტემა.

1816 წელს სანკტ-პეტერბურგში შეიქმნა ადამიანისმოყვარულთა ორგანიზაცია, რომელიც ქველმოქმედებას ეწეოდა.

1914 წელს სარაევოში გაბრიელ პრინციპი თავს დაესხა ავსტრიის ტახტის მემკვიდრეს ერცჰერცოგ ფრანც ფერდიდნანსი და მის ცოლს. რაც გახდა საბაბი პირველი მსოფლიო ომის დაწყების.

1919 წელს ხელი მოეწერა ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რის შემდეგაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.

1933 წელს მოსკოვში დაიწყო ბოშების მასობრივი გასახლება.

1967 წელს ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია მოახდინა.

1969 წელს დაიწყო სტოუნვოლის ბუნტი. ნიუ-იორკში გრინვიჩ ვილიჯში კლუბის წევრებმა პირველად გაუწიეს პოლიციას აქტიური წინააღმდეგობა, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. ამ შემთხვევამ  სათავე დაუდო გეი- მოძრაობას, როგორც ამერიკაში ისე მსოფლიოში. 

1997 წელს მოკრივე მაიკ ტაისონმა ორთაბრძოლის დროს ყური მოაჭამა მოწინააღმდეგე ევანდერ ჰოლიფილდს.

2001 წელს მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოს გადაეცა.

Print
თეგები: #28 ივნისი