გართობა
23 ივნისი - პირველი საბეჭდი მანქანისა და კლონების დღე
FaceBook
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. 23 ივნისი ასევე, არის ლატვიური ლიგოს (Līgo) დღე, სინგაპურული Hari Raya Haji - ის დღესასწაული და კიდევ რამდენიმე გაუგებარი დღესასწაულის აღმნიშვნელი თარიღი. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყნები გამარჯვების პოლიციის, წმინდა ხუანის და ვიღაც დიდი ჰერცოგის დღესაც აღნიშავენ.

არადა ეს დღე მნიშვნელოვანი ყოფილა ესპანელებისთვის. რადგან 718 წლის 23 ივნისს ეპანეთში კოვადონგის მიდამოებში, ასტურიის პროვინციაში, ადგილობრივებმა ვინმე პელაიოს ხელმძღავნელობით დიდი წიანააღმდეგობა გაუწიეს არაბულ ჯარებს და არ მისცეს საშუალება კიდევ უფრო ღრმად შესულიყვნენ ესპანეთში. ეს ბძოლა ითვლება რეკონკისტას დაწყების ბიძგად.

1771 წელს ესპანეთში კორიდას დროს დაიღუპა პირველი მატადორი.

1803 წელს რობერ ფულტონმა სენაზე პირველი ორთქლის გემის დემონსტრირება მოახდინა.

1860 წელს აშშ-ში შეიქმნა აშშ-ს საიდუმლო სამსახური.

1868 წელს ქრსიტოფერ ლეტელნ შოულზმა ვისკონზისიდან საბეჭდი მანქანა დააპატენტა. მანქანა მაგიდის ხელა იყო, კლავიატურა კი როიალის კლავშების ზომის ჰქონდა. თანაც მბეჭდავი ვერ ხედავდა რეზულტატს, რადგან ქაღალდი მანქანის ქვემოთ თავსდებოდა და დაფარული იყო.

1947 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც ზღუდავდა პროფესიულ კავშირებს და კრძალავდა გარკვეული სახის გაფიცვებს.

1998 წელს მსოფლიოში პირველად გადანერგეს ადამიანის ტვინის უჯრედები.

2004 წელს იაპონიის სახელმწიფომ უფლება მისცა მეცნიერებს, კვლევების მიზნით  ადამიანის ემბრიონის კლონირება მოეხდინათ.

Print
თეგები: #23 ივნისი