გართობა
22 ივნისი - კაპიტულაციისა და „ღმერთის ხელის“ დღე
FaceBook
ჩვ.წ.აღ.- მდე 168 წელს რომაულმა ჯარმა მაკედონიის არმია დაამარცხა.

1633 წელს გალილეო გალილეიმ ინკვიზიციის წინაშე მუხლზე დაჩოქილმა უარყო მისივე თეორია მსოფლიოს ჰელიოცენტრისტული სისტემის შესახებ.

1634 წელს რემბრანდტი სასკიაზე დაქორწინდა

1668 წელს მეფის ჯარებს 7 წლის მანძილზე ალყაში ყავდათ სოლოვეცის მონასტერი, რომელიც საეკლესიო რეფორმას უწევდა წინააღმდეგობას.

1815 წელს ნაპოლეონმა ვატერლოოს ბრძოლის წაგების შემდეგ ბოლოჯერ თქვა უარი ტახტზე.

1889 წელს გერმანიამ პირველმა ევროპაში ასაკობრივი პენსიის გაცემის სისტემა შემოიღო.

1910 წელს პირველი საჰაერო ხაზი გაიხსნა, რომელზეც მოძრაობდა დირიჟაბლი "გერმანია".

1933 წელს გერმანიაში სახელწმიფო მოხელეებს დაევალათ დაესმინათ მათი სხვაგვარად მოაზროვნე კოლეგები.

1940 წელს საფრანგეთმა კომპიენში ფაშისტურ გერმანიასთან კაპიტულაციას მოაწერა ხელი ეს ხელმოწერა განხორციელედა იმავე ვაგონში, სადაც 1918 წელს გერმანიამ მოაწერა საფრანგეთთან კაპიტულაციას ხელი.

1941 გერმანია საბჭოთა კავშირში შეიჭრა.

1986 წლის 22 ივნისს მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, მარადონამ ინგლისთან მატჩის დროს ცნობილი გოლი გაიტანა ხელით - " ღმერთის ხელი" როგორც მას მოგვიანებით უწოდეს.

Print
თეგები: #22 ივნისი