გართობა
18 ივნისი - სიცოცხლის დაზღვევის დღე
FaceBook
1583 წელს სიცოცხლის პირველი დაზღვევა განახორციელეს ლონდონში - რიჩარდ მარტინმა დააზღვია უილიამ გიბსონი 383 ფუნტად.

1761 წელს რუსეთში პენსია დააწესეს სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურის გამო.

1812 წელს ამერიკამ ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთს.

1815 წელს ნაპოლეონი ვატერლოოზე დამარცხდა.

1817 წელს ლონდონში გაიხსნა ვატერლოოს ხიდი.

1873 წელს ამერიკელმა სუფრაჟისტი სიუზენ ენტონი დაჯარიმეს პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის მცდელობისთვის. მას ასი დოლარის გადახდა მიუსაჯეს, თუმცა,  როგორც ჭეშმარიტმა მებრძოლმა ეს თანხა არ გადაიხადა.

1907 წელს ლონდონში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მარკ ტვენი და ბერნარდ შოუ.

1934 წელს მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს ზებრა გადასასვლელებით ესარგებლათ.

1939 წელს ემიგრაციიდან დაბრუნდა პოეტი მარინა ცვეტაევა

1945 წელს ლენინგრადში ბლოკადის შემდეგ პირველად ამოძრავდა ტროლეიბუსი.

1946 წელს იტალია რესპუბლიკად გამოცხადდა.

Print
თეგები: #18 ივნისი