გართობა
15 ივნისი - ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის გაცნობის დღე
FaceBook
15 ივნისს დანია მეფის დღესაც აღნშნავს და დროშისააც. მოკლედ დიდ დაბნეულობას აქვს ადგილი.

სამაგიეროდ, იაპონია აღნიშნავს ყველასთვის გასაგებ დღესაწაულს: სანო მაცუის ფესტივალს.

313 წელს იმპერატორმა კონსტანტინმა რწმენის თავისუფლებას აკრძალვა მოუხსნა და ბრძანა ქრისტიანებისთვის დაებრუნებინათ ჩამორთმეული ქონება.

1300 წელს ფლორენციის ხელისუფლებაში არც მეტი არც ნაკლები დანტე ალიგიერი მოვიდა.

1580 წელს ფრენსის დრეიკის ექსპედიციამ კეთილი ნების კონცხი აღმოაჩინა.

1616 წელს კანადაში პირველი სკოლა გაიხსნა ინდიელებისთვის.

1667 წელს ფრანგმა ექიმმა ჟან ბატისტ დენიმ პირველი წარმატებული სისხლის გადასხმის ოპერაცია განახორციელა. მან 15 წლის ბიჭს ბატკნის სისხლი გადაუსხა.

1752 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა ექსპერიმენტით დაამტკიცა ელვის ელექტრონული ბუნება.

1844 წელს ჩარლზ გუდირმა დააპატენტა რეზინის ვულკანიზაციის საშუალება.

1851 წელს ბალტიმორში დაფუძნდა მშოფლიოში პირველი ნაყინის ფაბრიკა, რომელიც მერძევე ჯეიკობ ფუსელმა დააფუძნა.

1869 წელს ჯონ ჰაიატმა ცელულოიდი დააპატენტა.

1904 წელს ლვერკუზენში საფეხბურთო კლუბი "ბაიერი" დაფუძნდა.

1918 წელს ოსმანეთის იმეპერიამ ქურთებისა და იეზიდების გენოციდი განახორციელა.

1956 წელს პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი.

Print
თეგები: #15 ივნისი