გართობა
12 ივნისი - შეყვარებულების დღე
FaceBook
12 ივნისს რიგ ქვეყნებში შეყვარებულებისა და მშვიდობის დღეს ზეიმობენ, რუსეთში  - რუსეთის დღეს, ფინეთში კი ჰელსინკის დღეს აღნიშნავენ.

1776 წლის 12 ივნისს  ვირჯინია გახდა პირველი შტატი აშშ-ში, რომელმაც ადამიანის უფლებების დეკლარაცია მიიღო.

1811 წელს ბრიტანეთის გრაფმა თომას სელკირმა აშშ-ში 300 ათასი კილომეტრი მიწა შეიძინა. აღნიშნული ფართობი ხუთჯერ მეტი იყო ვიდრე მისი მშობლიური შოტლანდია. იგი ამ მიწაში წელიწადში სულ რაღაც ათ შილინგს იხდიდა.

1815 წელს ბანკირ ნათან როტშილდის ინტრიგების წყალობით გაზეთმა "მორნინგ ქრონიკალმა" დაწერა ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის გამარჯვების შესახებ, ბრძოლამდე 5 დღით ადრე. ამ ფაქტმა პანიკა გამოიწვია, რის საფუძველზეც როტშილდმა უამრავი აქცია შეიძინა და ძალიანაც გამდიდრდა.

1849 წელს ლუის ჰასლეტმა დააპატენტა გაზსაწინააღმდეგო მოწყობილობა.

1867 წელს დაარსდა ავსტრია- უნგრეთის იმპერია.

1935 წელს მუსოლინიმ აკრძალა "ნიუ -იორკ ტაიმსის" გაყიდვა იტალიაში, იმ მიზეზით, რომ გაზეთი არაობიექტურად ასახავდა ფაშისტების საქმიანობას.

1945 წელს საფრანგეთში პრესას ცენზურა მოეხსნა, რომელიც ომის გამო იყო შემოღებული.

სამაგიეროდ, 1968 წელს საფრანგეთში დემონსტრაციები აიკრძალა.

2009 წელს ამერიკის ყველა ტელევიზია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.

Print
თეგები: #12 ივნისი