გართობა
5 ივნისი - ინკვიზიციის შესუსტებისა და სატურნზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენის დღე
FaceBook
5 ივნისი - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. 5 ივლისს დანიაში ასევე, მამის დღესაც აღნიშნავენ. ამ დღეს წმინდა ბონიფაცისაც მოიხსენიებენ. 752 წელს გერმანელი წარმართების ბრბომ მოკლა ინგლისელი ქრისტიანი მქადაგებელი ბონიფაცი, რომელიც მოგვიანებით ყველაზე საპატიო წმინდანად იქცა.

1751 წელს სებასტიან პომბალმა ინკვიზიციას ფაქტობრივად ძალაუფლება შეუკვეცა. მისი ბრძანების საფუძველზე ინკვიზიცია ვერავის დასჯიდა სახელმწიფოს ნებართვის გარეშე.

1650 წელს ვინმე ეროფეი ხაბაროვმა ციმბირის რუკები შექმნა.

1727 წელს გაიმართა ქორწილი 12 წლის პეტრე II- სა და 16 წლის თავადის ასულ მარია მენშიკოვას შორის.

1783 წელს ძმებმა მონგოლდფებმა წარმოადგინეს მათი გამოგონება - საჰაერო ბურთი.

1849 წელს დანია კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა და ორპალატიანი პარლამენტი დაფუძნდა. დანიის კონსტიტუციაში ცვლილება ერთხელ შევიდა 1953 წელს, რომლის მიხედვით პარლამენტი ერთპალატიანი გახდა და ტახტის მემკვიდრედ ქალიც გამოცხადდა.

1881 წელს პრეზიდენტ ჯეიმს გარფილდს დაეხსნენ თავს.

1940 წელს სინთეტური რეზინა გამოიგონეს აშშ-ში.

1950 წელს ტრუმენმა გამოყო 13, 5 მილიარდი დოლარი უცხო ქვეყნების დასახმარებლად.

1953 წელს ამერიკამ უარი უთხრა ჩინეთს გაეროს წევრობაზე.

1965 წელს ოქსფორდის უნიევრსიტეტმა ანა ახმატოვას დოქტორის ხარისხი მიანიჭა, როგორც ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე პოეტს.

2010 წელს სატურნის თანამგზავრ ტიტანზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს.
Print
თეგები: #5 ივნისი