გართობა
3 ივნისი - მოგზაურებისა და პირველი ტელევიზორის დღე
FaceBook
3 ივნისს სხვადასხვა ქვეყნებში განათლების დღეს აღნიშნავენ.

3 ივნისი დიდი დღე იყო ჰუგო კაპეტისთვისაც. იგი 987 წელს საფრანგეთის მეფედ აკურთხეს ამით დასრულდა კაროლინგების მმართველობის ეპოქა.

1528 წელს რომის პაპმა კლიმენტ VII -მ სპეციალური ბულით კაპუცინების ორდენი დააფუძნა, რომლის მიზანი რეფორმაციასთან ბრძოლა იყო.

1608 წლის 3 ივნისს ფრანგმა მკვლევარმა შამპლეინმა დაარსა კანადის ქალაქი კვებეკი.

1648 წელს ზღვაში შვიდი გემი გავიდა პოპოვისა და დეჟნოვის მეთაურობით. მოგზაურებს ტყუილად არ შეუწუხებიათ თავი. მათ ბერინგის სრუტე აღმოაჩინეს.

1849 წელს საფრანგეთის ჯარები რომში შევიდა, რითაც დაასრულეს რომის რესპუბლიკის არსებობა.

1886 წელს კარლ ბენცმა საკუთარი კონსტრუქციის პირველი ავტომობილი წარმოადგინა. რომლის სიჩქარე 16კმ.სთ-ს შეადგენდა.

1890 წელს აიდაჰო აშშ-ს 43-ე შტატი გახდა.

1897 წელს სტანისლავსკიმ და ნემიროვიჩ-დანჩენკომ გადაწყვიტეს სახალხო თეატრის შექმნა.

1915 წელს თურქეთში პირველი ქაღალდის ფული შემოვიდა.

1928 წელს გაყიდვაში გაჩნდა პირველი ტელევიზორები, რომლებიც 27 დოლარი ღირდა.

1962 წელს საფრანგეთმა ალჟირის დამოუკიდებლობა სცნო.

1964 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა რასობრივ სეგრეგაციას.

2006 წელს დედამიწას ასტეროიდმა საკმაოდ ახლოს ჩაუფრინა.

Print