გართობა
29 მაისი - ესკალატორის გამოგონებისა და ოსმალეთის სულთნების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

29 მაისი - გაეროს მშვიდობისმყოფელების დღეა.

სრულიად არასამშვიდობო განზრახვებით მოქმედებდა თურქეთის არმია 1453 წელს. მათ სულთან სულეიმან მეჰმედ მეორის მეთაურობით კონსტანტინეპოლი დაიპყრო.

1660 წელს ინგლისში "სტიუარტების რესტავრაცია" მოხდა. ჩარლზ II  მისი 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტრიუმფალურად დაბრუნდა ლონდონში, სადაც მეფედ აკურთხეს.

1724 წელს პაპი ინოკენტი მე -13 შეცვალა ბენედიქტ მე-13-მ.

1780 წელს ბეკსჰოუსში აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა გაიმართა.

1807 წელს მუსტაფა IV ოსმალეთის სულთანი გახდა.

1825 წელს რეიმსში საფრანგეთის უკანასკნელი მეფის კორონაცია გაიმართა.

1848 წელს ვისკონსის აშშ-ს შტატი გახდა.

1860 წელს ვაჭარი, მეცენატი და კოლექციონერმა მიხაილ ტრეტიაკოვმა ანდერძი შეადგინა, რომლის თანახმად მისი ნახატების კოლექცია მოსკოვს დაუტოვა, ასევე დატოვა 150 ათასი ვერცხლი, რომლითაც გალერეა უნდა აეშენებინათ. ტრეტიაკოვმა ანდერძში სპეციალურ პუნქტად შეიტანა საკითხი გაუთხოვარ უმზითვო ქალებზე. მეცენატმა მათ 8186 მანეთი დაუტოვა, რომ ისინი "ღირსეულ კაცებზე გათხოვილიყვნენ".

1900 წელს კომპანია „ოტისმა“ დაარეგისტრირა სავაჭრო მარკა "ესკალატორი" (მოგვიანებით ასე ყველა ესკალატორს უწოდეს).

1910 წელს აშშ-ში ერთმანეთს შეაჯიბრეს მფრინავი აპარატი - აეროპლანი და მატარებელი, გაიმარჯვა აეროპლანმა. რომელსაც გლენ კერტისი მართავდა. გამარჯვებულმა 10 ათასი დოლარი მიიღო.

1919 წელს მზის სრულიდაბნელებაზე დაკვირვებამ, რომელსაც არტურ ედინგტონი აწარმოებდა სრულიად დაადასტურა აინშტაინის ფარდობითობის თეორია.

1945 წელს ფაშისტებთან თანამშრომლობის გამო დააკავეს ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი.

1953 წელს პირველად დალაშქრეს ევერესტი.

1959 წელს აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ სხვადასხვა რასის მოკრივეთა შორის შეჯიბრის აკრძლვა გააუქმა.

1988 წელს რეიგანი სსრკ-ს ეწვია.

Print
თეგები: #29 მაისი