გართობა
24 მაისი - მორზეს ანბანის გამოგონების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

1032 წლის 24 მაისს ავიცენამ მზის დისკოზე ვენერას მოძრაობა აღწერა. 1798 წლის 24 მაისს მოეწყო ირლანდიელთა მორიგი აჯანყება ინგლისელების წინააღმდეგ.

1800 წელს სანკტ -პეტერბურგში ალექსანდრე სუვოროვის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა.

1830 წელს დაიწერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული საბავშვო სიმღერა Mary Had a Little Lamb, რომელიც თომას ედისონმა მის გამოგონებულ ფონოგრაფზე ჩაწერა, რითაც სიმღერასაც და საკუთარ თავსაც მოუტანა პოპულარობა.

1844 წელს სემუელ მორზეს გამოგონილი ანბანით გაიგზავნა პირველი დეპეშა.

1949 წელს გაუშვეს გეოფიზიკური რაკეტა, რომელსაც ატმოსფეროს ღრმა შრეები უნდა შეესწავლა.

1950 წელს ინგრიტ ბერგმანი და რობერტო როსელინი დაქორწინდნენ.

1989 წელს ეკრანებზე გამოვიდა სტივენ სპილბერგის ტეტრალოგიის მესამე ფილმი "ონდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნები".

1995 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა მელ გიბსონის "მამაცი გული", რომელამც 5 "ოსკარი" აიღო.

Print
თეგები: #24 მაისი