გართობა
22 მაისი - გამოგონებებისა და უცნაური ჯარიმების დაწესების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

853 წელს ოლაფ თეთრმა ნორვეგიის მეფის შვილმა ვიკინგებისა და დანიელების დაქვემდებარებში მოაქცია ირლანდია და დუბლინი გახადა მისი დედაქალაქი.

1455 წელს დაიწყო ალისფერი და თეთრი ვარდების ომი.

1849 წელს აბრაამ ლინკოლნმა მიიღო პატენტი გემთსაშენი დოკის გამოგონებაზე. ლინკოლნი რჩება ერთადერთ პრეზიდენტად, რომელიც გამოგონების ავტორია.

1968 წელს აშშ-ს შტატ ინდიანაში მოხდა ძარცვა, რომელიც ისტორიაში მატარებლის დიდი ძარცვის სახელით შევიდა.

1892 წლის 22 მაისს ექიმმა მარშალმა დააპატენტა გამოგონება - კბილის პასტის ტუბი.

1906 წელს ძმებმა რაიტებმა მიიღეს პატენტი მათ მფრინავ აპარატზე.

1921 წლის 22 მაისს ჩიკაგოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეჯარიმებინა ყველა ქალი 10-დან 100 დოლარამდე, რომელიც ქუჩაში გამოჩნდებოდა მოკლე ქვედაბოლოთი და შიშველი მკლავებით.

1926 წელს მუსოლინიმ აკრძალა სილამაზის კონკუსები და მას ამორალური უწოდა.

სამაგიეროდ 1968 წელს შოტლანდიის საეკლესიო ხელისუფლებამ ქალი სასულიერო პირების ხელდასხმაზე თანხმობა გასცა.

რიჩარდ ნისკსონი მეორე პერზიდენტს წარმოადგენდა, რომელიც 1972 წელს სსრკ-ში ჩავიდა.

2003 წელს პოლ მაკარტნი რუსეთს ეწვია,სადაც მას სანკტ -პეტერბურგის კონსერვატორიის დოქტორის წოდება მიანიჭეს.

Print
თეგები: #22 მაისი